გუშინ, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.