LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია დღესვე გირაოს შეფარდების გარეშეც გაათავისუფლოს: ნინო ლომჯარია

95
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაოს საკითხთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საქართველოს პროკურატურას ნიკა მელიას გათავისუფლება დღესვე, გირაოს შეფარდების გარეშეც შეუძლია.

ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას არ შეუცვლია ჯერჯერობით პოზიცია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ მასთან არ ყოფილა გირაოს საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.

ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტიულება შეუძლიათ, ძალიან თავისუფლად გააკეთონ. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება”. – ამბობს ნინო ლომჯარია.

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს: გიორგი ბურჯანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g