LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის, მეც ვითხოვ პატიებას: ილია მეორე

88
ილია-მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებელ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და ყველას პატიებას სთხოვს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ქრისტე აღდგა!

ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;

და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g