თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გაჩერებულ მანქანას, შემდეგ კი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.