ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი ყოფილი მეუღლის, ჯონი ლი მილერის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს. მასთან სტუმრობისას ჯოლის ხელში ძვირადღირებული ღვინო ეჭირა. მან მილერის სახლი მისვლიდან 4 საათის შემდეგ დატოვა.
საბედისწერო დაბრუნებების სერია გრძელდება: ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმარს სახლში ესტუმრა
ახლახანს კი ჯონი ლი მილერი ექს-მეუღლის სტუმრობიდან მეორე დღეს დააფიქსირეს. თუკი აქამდე მის მიმართ ტაბლოიდები ყურადღებას არ იჩენდნენ ახლა ის პაპარაცების ობიექტივში ხშირად მოხვდება.
„ისე გამოიყურება, როგორც უძილო ღამის შემდეგ“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ „ვოგისთან“ ინტერვიუში 46 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ ბრედ პიტის შემდეგ მას პირადი ცხოვრება არ გააჩნია.
„მე უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ“ – 45 წლის ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა
შეგახსენებთ, ჯოლიმ და მილერმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის „ჰაკერები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა. მათი ურთიერთობა 4 წელს გაგრძელდა.