LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიკმა კანიეს საფრანგეთში წასვლაზე უარი განუცხადა – რა ხდება უესტი-შეიკის ურთიერთობაში

202
page

გასულ თვეს ინტერნეტსივრცეში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. The Sun-ის ცნობით, ირინა შეიკსა და კანიე უესტს რომანი აქვთ. მალევე უესტი და შეიკი ერთად საფრანგეთში, პარკში სეირნობის დროს გადაიღეს. 44 წლის კანიემ და 34 წლის ირინამ რეპერის იუბილე ერთად,  სასტუმრო Villa La Coste-ში აღნიშნეს.

ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი - კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს

ფოტოები საფრანგეთშია  გადაღებული, 44 წლის კანიემ და 34 წლის ირინამ რეპერის იუბილე ერთად, სასტუმრო Villa La Coste-ში აღნიშნეს

მას შემდეგ დასავლური მედია, ჩასაფრებულ პოზიციაში, წყვილის ახალ ფოტოებს და ცნობებს ელოდა. თუმცა ამაოდ,  ყველაფერი დასრულებულია ან შესაძლოა არც არაფერი ყოფილა. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ირინა შეიკმა რეპერს ურთიერთობის გაღრმავებაზე უარი უთხრა, რადგან ის მას მხოლოდ მეგობრად აღიქვამს.

„შეიკმა კანიეს საფრანგეთში წასვლაზე უარი განუცხადა, მას რეპერთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. ფოტოები, სადაც ისინი ერთად არიან აღბეჭდილნი, არაფერს ნიშნავს, შეიკი უესტის იუბილეზე მხოლოდ მეგობრის სტატუსთ იყო, წვეულებაზე კიდევ 50 ადამიანი იმყოფებოდა“, – აცახდებს ინსაიდერი.

ასევე მოდელთან დაახლოებულმა პირმა პრესას განუცხადა, რომ შეიკი ახლა მარტოა და არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ სჭირდება.

პაპარაცებს ვერსად დაემალები – ირინა შეიკი და კანიე უესტი რომანტიკული უქმეების შემდეგ საფრანგეთიდან ნიუ-ჯერსიში დაბრუნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები