საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გუშინ საღამოს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, სადაც უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ შეკრებილი, განსახილველ საკითხებს ემოციურად და ერთმანეთს შორის ხმამაღალი საუბრით განიხილავდნენ.
სავარაუდოდ, ცხარე დისკუსიის საგანი იყო საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტს მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეები ჰყავს.