რამდენიმე თვის წინ, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესის დედა, გვადალუპე როდრიგესი ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში გადაიღეს. მედიის ცნობით, იქ გადაღებები მიმდინარეობდა. და აი, ახლახანს Wynn Las Vegas-ის რეკლამაც გავრცელდა. ვიდეოში 49 წლის ბენი კაზინოში შედის, მას ყველა ოვაციებით ხვდება, იქვეა 75 წლის გვადალუპე როდრიგესი, რომელიც სლოტების თამაშითაა გართული.
„როცა სიძე-სიდედრი მოთამაშეა“ – ბენ აფლეკი და ჯეი ლოს დედა ლას-ვეგასის კაზინოში ერთად ერთობიან
ბენი და ჯეი ლოს დედა, აზარტული თამაშების დიდი მოყვარულები არიან. სხვათა შორის, ცნობილი ფაქტია, რომ ოსკაროსანი მსახიობი წარსულში ძალიან იყო გატაცებული თამაშებით, მას „ბლექ ჯექის“ თამაშიც აეკრძალა, რადგან აფლეკი მაქინაციებში გამოიჭირეს.