LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში, სავარაუდოდ, თბილისში ქალის მკვლელობის საქმეზე, ჩხრეკა მიმდინარეობს

381
ჩხრეკა ბათუმის ექს ვიცე-მერის სახლში

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა სავარაუდოდ, თბილისში, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფორომაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს, თუ როგორ გარბოდა სავარაუდო დამნაშავე.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია. კორპუსთან რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ანასტასია შატალოვა გუშინ, თბილისში, გვიან ღამით მოკლეს.

magti 5g