LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელი მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრებას რობოტების მეშვეობით შეძლებენ

36
5g-robot-in-school

დანიის სკოლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ გაკვეთილებზე ვირტუალურად დასასწრებად რობოტები გამოიყენონ.
რობოტების დახმარებით ბავშვებს (რომლებიც გაკვეთილს ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ესწრებიან) არამხოლოდ გაკვეთილის ტრანსლაციის ყურება, არამედ კლასში გადაადგილება, მეგობრებთან კომუნიკაცია და უფრო მეტიც, თანაკლასელებთან ერთად „შესვენებაზე“ გასვლაც შეეძლებათ. ტექნოლოგია მოსწავლეებს სასწავლო პროცესსა და სკოლის ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართავს.
რობოტი წარმოადგენს მცირე ზომის მანქანას, რომელიც ორი ბორბლით გადაადგილდება. მისი მართვისთვის კომპიუტერზე ან სმარტფონზე სპეციალური პროგრამის დაყენებაა საჭირო.

რკინის კაცის პირველ ნიმუშებს უკვე ტესტავენ ერთ-ერთ სკოლაში. რობოტს მიიღებს მოსწავლე, რომელიც სკოლაში ფილტვების დაავადების გამო ვერ დადის,

აღსანიშნავია, რომ მსგავს რობოტებს უკვე იყენებენ ავსტრიის სკოლებში, იმ შემთხვევებში როდესაც ბავშვები გაკვეთილებზე დასწრებას ამა თუ იმ დაავადების გამო ვერ ახერხებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები