LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში ყოფილი რწმუნებულის სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

124
ყეტ5

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ბიზნესმენსა და ყოფილ რწმუნებულს, ჯემალ ნიაზოვს ეკუთვნის.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი დაზიანდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 229, რომელიც აფეთქებას (ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედებას) გულისხმობს და 236 მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g