58 წლის შერონ ბელი გახლავთ ადამიანი, რომელიც ბექჰემების ოჯახს წლების განმავლობაში ავიწროებს. ამჯერად ის მათი ქალიშვილის, ჰარპერის სკოლაში მივიდა და გოგონას დედად გაასაღა თავი. რამდენიმე თვის წინ ბექჰემების, ლონდონში მდებარე სახლთანაც გამოჩნდა და დევიდს წერილი გაუგზავნა.
შერონი ოჯახს პირველად 2016 წელს დაუკავშირდა, გასული წელს სასამართლომ მას დევიდისა და ვიქტორიას სახლთან გამოჩენა აუკრძალა, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა ის დააკავეს, ქალი ბრალს არ აღიარებს, სასამართლო 28 მარტს, ვესტმინსტერში გაიმართება.
„ის უკვე დიდი გოგოა, დროა თავი შეიკავო“ – დევიდ ბექჰემი კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა
„ჩემი საყვარელი გოგოები“ – დევიდ ბექჰემი ცოლსა და ქალიშვილს ვალენტინობას ულოცავს