სამი დღის განმავლობაში ტყეში დაკარგულ იამაიკელ კაცს სხვა გზა არ ჰქონდა და იმისათვის რომ გადარჩენილიყო, ხვლიკებითა და ხეების ფესვებით იკვებებოდა.
გამოცემა Jamaica Star-ის ინფორმაციით, 57 წლის ეროლ ნელსონმა სახლი გამთენიისას დატოვა და სპეციალური სასმლის მოსამზადებლად, მცენარეებისთვის წავიდა. უკანა გზაზე მან შესვენება გადაწყვიტა, სმარტფონი ამოიღო და თამაში დაიწყო. თამაშმა ეროლი ისე ჩაითრია, რომ მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა ტელეფონი უბრალოდ დაჯდა.
ამის შემდეგ ნელსონს სახლში დაბრუნება სურდა, თუმცა არ იცოდა საით უნდა წასულიყო. გზის ძებნაში საერთოდ დაიკარგა და სამი დღის განმავლობაში ტყეში დახეტიალობდა.
მამაკაცს დანის გარდა თან არაფერი ჰქონდა და შიმშილის დასაკმაყოფილებლად ხვლიკების ჭამა უწევდა. ის ასევე ხის ფესვებს მიირთმევდა და წყალს გუბეებიდან სვამდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ახლობლები ნელსონის პოვნას ცდილობდნენ და მეზობლებთან ერთად სამაშველო ოპერაციაც კი დაიწყეს.
ნელსონის თავგადასავალი მაშინ დასრულდა, როდესაც ის შეხვდა კაცს, რომელმაც ის ტყიდან გაიყვანა.