„ტესლასა“ და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი რომ ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი მულტიმილიონერია კაცობრიობის ისტორიაში, ამაზე ალბათ ერთხმად ვთანხმდებით. სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი „ტვიტერი“ მასკის შეთავაზებას დასთანხმდა, ბიზნესმენი $44 მილიარდად „ტვიტერის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
თუმცა ის ამაზე როდი გაჩერდება, მასკს უამრავი საინტერესო გეგმა აქვს და განზრახვების კასკადის გაზიარებას სოციალური ქსელის მეშვეობით სულაც არ თაკილობს, თუნდაც მისი სურვილები შემაშფოთებელი და უცნაური იყოს.
ამჯერად მასკი წერს, რომ მალე „კოკა-კოლას“ და „მაკდონალდს“ შეისყიდის.
„შემდეგს კოკა-კოლას ვიყიდი, რათა მასში კოკაინი დავაბრუნო“, – ილონ მასკი „ტვიტერზე“.
ახალი სოც.ქსელი ხომ არ გესიამოვნებოდათ? – ილონ მასკი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნას გეგმავს
Next I’m buying Coca-Cola to put the cocaine back in
— Elon Musk (@elonmusk) April 28, 2022