ჩინეთში მცხოვრები 55 წლის კაცი ყოველთვის სიჩუანის უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობდა და მიზნის მიღწევას აგერ უკვე 40 წელია რაც ცდილობს. მთლიანობაში მან გამოცდები 26-ჯერ ჩააბარა და გამსვლელი ქულა ვერც ერთხელ ვერ აიღო. ინფორმაციას ჯიუტი აბიტურიენტის შესახებ გამოცემა nextShark ავრცელებს.
ლიან ში უნივერსიტეტში ჩაბარებას 1983 წლიდან ცდილობდა მანამ სანამ ქვეყანაში არ შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უმაღლესში სწავლა მხოლოდ 25 წლამდე პირებს შეეძლოთ.
ეს კანონი 2001 წლიდან გაუქმდა და კაცმაც ოცნების ახდენისთვის ბრძოლა განაახლა. ლიანის ბოლო მცდელობა 2021 წელს იყო, როცა მან 750 ქულიდან 403-ის აღება შეძლო, გამსვლელი ქულა კი 521 იყო.
კაცი დანებებას არც მომავალში აპირებს და 2022 წლის გამოცდებისთვის უკვე აქტიურად ემზადება.