LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის საკითხები, რომელთაც ბრიუსელთან გავარკვევთ“ – პრემიერი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

33
bzamochra (10)

17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, – ეს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარია 17 ივნისის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არ გაიცა რეკომენდაცია ამ ეტაპზე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. მისივე თქმით, არის საკითხები, რომელსაც ბრიუსელთან გაარკვევს ხელისუფლება.

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის

„17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება.

ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ ბრიუსელთან, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი: მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, სწორედ “ოცნების” და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g