LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – ვრცელდება ბენ აფლეკის მიერ ქორწილში წარმოთქმული ემოციური სიტყვები

4102
Untitlesdfdfs

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა „საოცნებო ქორწილში“ 135 სტუმრის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს მარადიული სიყვარული. თუმცა, მოგეხსენებათ,  მათი სიყვარულის ბედნიერ დასასრულს წინ დიდი ქარტეხილები უძღოდა. სწორედ მათზეა ნათქვამი, – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. მან მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ არ შედგა მათი ურთიერთობა 20 წლის წინ.

„ბენმა მიზეზი დაასახელა, თუ რატომ არ შედგა მათი ურთიერთობა 2001 წელს და თუ რატომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. მისი აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ ორივეს თავისი საკუთარი შვილები უნდა ჰყოლოდათ. მათი კავშირი ქორწინებით რომ დასრულებულიყო, მათ არ ეყოლებოდათ ის შვილები, რომლებიც ახლა ჰყავთ“, – ასე გადმოსცა ინსაიდერმა ბენის ემოციური სიტყვები და დასძინა, რომ აფლეკი, რომელსაც ჯენიფერ გარნერთან სამი შვილი ჰყავს, გიჟდება მათზე და მათ ცხოვრების უმთავრეს საჩუქრად თვლის.

რა ფოტოს აჩვენებს ბენი ჯეი ლოს? – „ბენიფერის“ მეორე თაფლობის თვე კომოს ტბაზე დაიწყო

ერთი მამაკაცი, ორი ქორწილი და სამი კაბა – ჯეი ლოს 3 მილიონ დოლარად შეფასებული „საუკუნის კაბების“ პირველი ოფიციალური ფოტოები

„ნაბახუსევი მძინარე მზეთუნახავი“ – „საოცნებო“ ქორწილის შემდეგ ბენ აფლეკს ზეზეურად სძინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები