მოვა დრო და კვლავ ჩავალთ სტუმართმოყვარე, მხიარულ, ნათელ და სავსე კიევში. ჩვენი ქმრები ისევ მოიგრეხენ კისერს შავწარბიანი ოქსანების ყურებაში, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი და ტელეარხ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი “ტელეგრამში” წერს.
გამოქვეყნებულ ტექსტში სიმონიანმა კიევს, რუსეთის ქალაქების დედა უწოდა.
„მოვა დრო და კვლავ ჩავალთ სტუმართმოყვარე, მხიარულ, ნათელ და სავსე კიევში. ჩვენი ქმრები ისევ მოიგრეხენ კისერს შავწარბიანი ოქსანების ყურებაში. კიევში, უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის ქალაქების დედაში, წავიკითხავთ გოგოლის მოთხრობებს, რომელიც საკუთარ თავზე წერდა: „თავადაც არ ვიცი, როგორი სული მაქვს უკრაინული, თუ რუსული.
ჩვენ რუსულ და უკრაინულ ენებზე ამ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ვადიდებთ.
სწორედ ეს არის არამხატვრული სიტყვის “დენაციფიკაციის” მნიშვნელობა“, – წერს სიმონიანი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
„რომ არა პუტინი, არც სომხეთი და არც სომხები არ იარსებებთ“ – მარგარიტა სიმონიანი
„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი