34 წლის რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky მაისში პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. დედობის პირველ თვეებზე ბარბადოსელი ლამაზმანი პირველად ალაპარაკდა და დედობა მჟავაში ჩავარდნას შეადარა.
„ეს სიველურეა, ასე მგონია, რომ ყოველ დღე მჟავაში უნდა ჩავვარდე! დედობა, ეს სულ სხვა რამაა. როცა მშობელი ხდები, ცხოვრებას თავიდან იწყებ და ეს ისეთი ცხოვრება, რომელზეც ადრე წარმოდგენაც კი არ გქონდა. უყურებ მას და ფიქრობ, რომ შენია, თუმცა ის უცხოა შენთვის, ისევე როგორც შენ ხარ უცხო მისთვის. როცა ის მე მიყურებს, არ ვიცი, ვერ გეტყვით ამ დროს მცხელა თუ მცივა. რაც შეეხება ჩემი და ასაპის ურთიერთობას, ბავშვის შეძენის შემდეგ, ჩვენს ოჯახში მეგობრობა სუფევს და მე ეს ძალიან მომწონს“, – ჰყვება რიანა.
ცნობისთვის, რირის კარიერაში სიახლეებია. რამდენიმე თვის წინ ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა, გამოუშვა სინგლი, მალე კი ალბომს გაავრცელებს. გუშინ კი მან საცვლების ბრენდის, Savage X Fenty-ის ჩვენება გამართა.
თეთრი კაბა, ზღვა და მზის ჩასვლა – რიანა უახლეს სინგლზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს