LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ ისე სცემა, ცალ ყურში აღარ ესმოდა.. ვიცი თამილასაც უნდოდა მიზეზი ჰქონოდა და ეთქვა, აი, გამოსწორდა და ვურიგდებიო – რას ჰყვება თერჯოლაში მოკლული ქალის ნათესავი

2175
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-11-26T004037.177

თერჯოლაში 24 ნოემბერს მომხდარმა ამბავმა საქართველო შეძრა.  ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.  კაცს, რომელმაც მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, სხეულის 77%-იანი დამწვრობა ჰქონდა და დღეს ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ნათესავი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ თამილა ლილუაშვილს მისი მეუღლე ძალიან უყვარდა და ურთიერთობისთვის წერტილის დასმა ვერ გადაეწყვიტა.

გარდაცვლილის ნათესავს ელენე ჯანელიძეს „ფორტუნამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა:

თამილა დეიდას შვილიშვილია, ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვხვდებოდით, ძირითადად ინტერნეტით ვკონტაქტობდით.

საუბრობდა თქვენთან მეუღლესთან არსებულ უთანხმოებაზე?

თავს იკავებდა ამ თემაზე საუბრისგან,  არ უნდოდა, ვინმეს ცუდად ეფიქრა მის ქმარზე. მე და მისი და ხშირად ვსაუბრობდით. ვიცოდით, სცემდა და მაინც იცავდა.

ამბობდა, რომ უყვარდა, თან ძალიან და ამბობდა, რომ ლევანსაც უყვარდა.

რომ სცემდა, თქვენთან არ ამბობდა?
აზრი არ ჰქონდა მერე დამალვას,  აღარ ურიგდებოდა, თუმცა უყვარდა და ეს იცოდა ლევანმაც, ამიტომ არ ეშვებოდა. თამილას ბრალია ის, რომ ბოლომდე არ ჩამოიშორა.  ვერ ელეოდა, საბოლოოდ წერტილს ვერ ვუსვამო, ამბობდა.

მის მეუღლესთან გისაუბრიათ ამ ყველაფერზე?

არა! არასოდეს! 2 წელია ,დაშორდნენ,  მას მერე ლევანი აღარ მინახავს.

თამილა, რას ამბობდა, როგორ ხსნიდა ქმრის მხრიდან ძალადობას? 
როცა სვამდა, ელანდება რაღაცები და აგრესიული ხდებაო,  მე მგონია, თამილას ასეთმა თავმდაბლობამ გაათამამა. პატიებას მიეჩვია ყოველ ჯერზე.

ერთხელ ისე სცემა, ცალ ყურში  აღარ ესმოდა. აი, მაშინ ჩაერია ოჯახი და შემაკავებელი ორდერიც  მაშინ გამოუწერეს.
2 თვე წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა დებმა დაიხსნეს, გირაო შეიტანეს.

მულები ახლაც ცდილობდნენ შერიგებას.  თამილამ მითხრა, მულებმა მითხრეს, ამპულას ჩავუდგამთ და აღარ დალევსო.
მერე თამილა გვეკითხებოდა,  რას ნიშნავს ნეტა ეს ამპულა, მართლა აღარ დალევსო?

ვიცი თამილასაც უნდოდა მიზეზი ჰქონოდა და ეთქვა, აი,  გამოსწორდა და ვურიგდებიო.
ამას სულ ვგრძნობდით. ხელფასს რომ იღებდა, ვიცი, ეხმარებოდა კიდეც.  ეცოდებოდა და ზრუნავდა მიუხედავად მისი თავხედობისა.

ელენე თამილას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„თამილას უყვარდა ქუთაისი, როცა მე მოვდიოდი სახლში მერე ის მომყვებოდა ხოლმე. სკოლა წარჩინებით დაასრულა მერე უნივერსიტეტი და ხელოვნების ინსტიტუტში ინგლისურის ლექციებს კითხულობდა. ამ დროს ლევანი საქართველოში აღარ ცხოვრობდა. მე ოჯახი შევქმენი და თერჯოლაში ვეღარ ჩავდიოდი მის მერე წლები გავიდა..

ერთხელაც გავიგე რომ თამილა და ლევანი დაქორწინდნენ. ეს იყო შოკი. ამას არავინ ელოდა საერთოდ არავინ არცერთი მხარე… მერე???მერე ის, რომ თამილას სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე უყვარდა ბოლო ამოსუნთქვამდე…

უყვარდა ის მხეცი, რომელიც 12 წელი აწამებდა, გათხოვებიდან 1 წლის მერე..

არავის ღმერთო ასეთი სიკვდილი??

“. – წერს ელენე ქმრის მიერ მოკლულ გოგონაზე.

თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა

„მოვუწოდებთ კაც პოლიტიკოსებს, აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ“: ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

შს მინისტრის მოადგილე თერჯოლაში მომხდარზე: უმძიმესი ტრაგედიაა, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი

დეკანოიძე: მე, ქალს, რომელიც ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს

მისი სიკვდილი არ უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა – რას ამბობს ცოლის დაწვასა და მკვლელობაში ბრალდებულის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g