სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ბოლო პერიოდში, მათ შორის, გუშინ, გადაცემაში „რეაქცია“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ედუარდ სააკაშვილით აღფრთოვანებულია.
„ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი ამ ცხოვრებაში სიყვარულისა და მიუკერძოებლობის შეთავსება მგონია. როგორც წესი, ვინც გვიყვარს, მათ მიმართ ტენდენციურები ვართ.
გუშინ, ინგა გრიგოლიასთან, მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა. და, მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავს „დაუინტერესებელი მჭვრეტელის“ პოზიცია.
მანამდე, მისი ინტერვიუ წავიკითხე ნეტგაზეთთან: „თუ საზოგადოების ნაწილში არსებობდა მოთხოვნილება, რომ მის მიმართ ყოფილიყო რაღაც ტიპის შურისძიება, ანგარიშსწორება, დასჯა, ამ ადამიანებმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწიეს.“
ძალიან ძნელია, საყვარელი ადამიანის განსაცდელზე ისე ილაპარაკო, რომ სიმძიმის ცენტრი სხვის ბრალეულობაზე არ გადაიტანო.
მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, იმდენად მძიმეა [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა, რომ ამას ვეღარავინ უარყოფს”. რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ედუარდ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლაა ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან
ამავე თემაზე: