ბოლო დღეებია ჯეი ლო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იმყოფება, მან ახალი ალბომი დააანონსა და არაერთ გადაცემაშიც იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ვიდეო: „მივხვდით, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებოდით“- ჯეი ლოს ახალი ინტერვიუ ბენ აფლეკს ეძღვნება
ამჯერად 53 წლის მომღერალთან და მსახიობთან სახლში „ვოგის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, გამოცემამ ვარსკვლავს ბლიცინტერვიუ ჩამოართვა და საკმაოდ ბევრი შეკითხვაც დაუსვა.
ინტერვიუში ჯეი ლომ კვლავ ბენ აფლეკზე ისაუბრა და მათი ერთობლივი ფილმი „ჯიჯი“ გაიხსენა, სწორედ აღნიშნული ფილმით დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ჯეი ლოს სურს, ფილმის გაგრძელებაში მეუღლესთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.
„დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ბენთან ერთად ფილმის „ჯიჯის“ გაგრძელებაში. სხვათა შორის 20 წლის წინ , გადაღებების დროს, დუბლებს შორის მე ბენს ბევრს ვაცინებდი ხოლმე“, – ამბობს ჯენიფერი.