ინტერნეტსივრცეში ჯეი ლოს უახლესი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ბენ აფლეკთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საუბრობს. ვიდეოში მას საოცარი პალტო აცვია, LAPOINTE-ის ბრენდის ლურჯი მოსაცმლის ღირებულება 2556 ევროა.
ინტერვიუში ის ფილმის „ჯილის“ გადაღებებს იხსენებს და ამბობს, რომ ის და ბენი სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ერთმანეთზე გიჟდებოდნენ.
„ჩვენ მივხვდით, რომ ვგიჟდებოდით ერთმანეთზე. ის ჩემი სოულმეითია“, – აცხადებს ლოპესი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2002 წელს მათი დაშორების მიზეზი საზოგადოების გადამეტებული ყურადღება გახდა.
„ეს დამანგრეველი იყო ჩვენთვის, რთული მდგომარეობა იყო, არადა ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, გარედან შემოსული ნეგატიური ენერგეტიკა კი თავის საქმეს აკეთებდა და ანგრევდა ყველაფერს“, – ამბობს ჯეი ლო.
„ბენიფერს“ ყველაფერი კარგად აქვს – ჯეი ლომ და ბენმა „ბროდვეიზე“ გაიბრწყინეს
ჯეი ლოს შინდისფერი „ლუქი“ შემოდგომის დღისთვის – „ბენიფერი“ საყიდლებზე გადაიღეს