LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება – თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

172
მიხეილ სააკაშვილი და ოლექსი არესტოვიჩი

„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება­. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

სააკაშვილის შესახებ არესტოვიჩმა რუს უფლებადამცველთან, მარკ ფეიგენთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

ფეიგენის კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებში, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის და რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

არესტოვიჩის თქმით, საქართველოს მთავრობას შესთავაზებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ.

დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას: ცენტრი „ემპათია“

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, შევთავაზებდი მის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, რათა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

ამას ვთავაზობ ქართულ მხარეს, რადგან მათ არ უნდათ, რომ ციხეში მოკვდეს, ამის შემდეგ გაასამართლონ, მაგრამ გადასცენ მესამე მხარეს. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ეჭვს, რომ თქვენ ის მოწამლეთ ან გინდათ სიკვდილამდე მიიყვანოთ. ასე რომ, მოდით – სრულყოფილი მკურნალობა პლუს სამართლიანობა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

როგორც მანვე აღნიშნა, თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს.

ადვოკატმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

„თუკი ის ციხეში დაიღუპება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ დაღუპულიყო.“– აღნიშნა ოლექსი არესტოვიჩმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g