LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს…ეს არავის ინტერესში არ არის” – დავითულიანი

172
დავითულიანი

ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც დავითულიანი საუბრობს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკური შემადგენლის მქონეა, ვინაიდან, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური რეზონანსიც. ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შემადგენელი ექნება. ჯვარი გვწერია, ეს არ მინდა რომ მოხდეს და არავის უნდა, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება. პოლიტიკური მდგენელით თუ დადგა ეს პასუხისმგებლობა, გავარჩევთ. ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს“, – აცხადებს დავითულიანი.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი: მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც ხვალ სააკაშვილის განიხილავს

ეტლით, საკაცით, ნებისმიერი დამხმარე საშუალებით, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს – ადვოკატი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g