LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაიამ ემიგრაციაში ცოლ-შვილიც წაიყვანა: „აქ ქართველების 80% სამკურნალოდ არის ჩამოსული…“

584
გოგი წულაია

პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის გასული წელი მძიმე იყო. ის სკანდალში გაეხვია და ციხეში აღმოჩნდა ქალისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ბრალდებით. მან პატიმრობაში ექვსი თვე გაატარა, შემდეგ კი საპროცესო გარიგებით დატოვა ციხე და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე ხნის წინ კი ცოლ-შვილიც მასთან ჩავიდა.

გოგი წულაია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:

„შვილებისთვის ასე ვამჯობინეთ. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს თქმა, რომ საქართველოში შვილებისთვის მომავლის შექმნა შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, გამოვრიდებოდით ქვეყანას, რომლის ხელისუფალნიც ჩემი პოლიტიკური საქმიანობით, რბილად რომ ვთქვა, მოხიბლულები არ იყვნენ… ვიდრე ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემს ადგილს საქართველოში ვეღარ ვხედავ…

აქ ფრანგული სახელმწიფო სიკვდილის და შიმშილის საშუალებას არ მოგცემს. ვერ წარმოიდგენთ, რა თანხას ხარჯავენ, თუნდაც საქართველოდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ავად არიან. აქ 80% სამკურნალოდ არის ჩამოსული და მათ უდიდესი ყურადღება ექცევათ…“

გოგი წულაია: საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ – ვფიქრობ საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას

ვიდეო: სად ნახეთ ძალადობა, გაფიცებთ ყველაფერს… ვთხოვე კოცნა და რა? ჩამეინგრა ქვეყანა?: გოგი წულაია

ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა – შსს წულაიას დაკავებაზე

გოგი წულაია გაათავისუფლეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g