ბოლო დღეების განმავლობაში შაკირა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისი ახალი სიმღერიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ტექსტი, საიდანაც ვიგებთ, რომ ახალი ნამუშევრით მომღერალი ჟერარ პიკეს და მის ღალატს ეხმიანება.
და აი, სიმღერის პრემიერა, რომელსაც ის DJ Bizarrap-თან ერთად ასრულებს, შედგა და მან„იუთუბზე“ რეკორდი მოხსნა. სიმღერამ ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის „იუთუბის“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი, ლათინო-ამერიკული სიმღერა გახდა.
„ცოტა დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმე, მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება“, – მღერის შაკირა
აი როგორ გამოიჭირა შაკირამ ჟერარ პიკე ღალატში – ინტერნეტსივრცეში უახლესი კადრები ვრცელდება