LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 79-მა მოქალაქემ აიღო 

186
მართვის მოწმობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 79-მა მოქალაქემ აიღო.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჯამში წლიურად მართვის მოწმობა საქართველოში აიღო რუსეთის 79-მა მოქალაქემ, საიდანაც 67-მა დოკუმენტი აიღო მარტიდან მოყოლებული. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მართვის მოწმობის შემთხვევაში, მოქალაქეობა მითითებული არ არის, ამიტომ შესაძლებელია ეს სტატისტიკა სრულყოფილი არ იყოს.

ოფიციალური ინფორმაციით, მთლიანად წლის განმავლობაში 30 536 მართვის მოწმობა გაიცა. 2021 წელს კი ჯამში 47 891 მართვის მოწმობა გაიცა.

2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩატარება მოედნის გარდა რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) უწევთ.

mazda magti 5g