ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა ანასტასია, რომელიც ნიკოს უნდა მოენათლა, მისმა მეორე შვილმა მონათლა.
“ლევან გოთუას პერსონაჟისა არ იყოს “ყინწვისის ანგელოზი”-დან, დამუნჯებული ვუმზერდით მე და ანასტასია წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის ფრესკებს, განსაკუთრებით მთავარანგელოზს და პატარა ანასტასიასთვის ბედნიერ მომავალს და უფლის წყალობას ვთხოვდით.
ეს პატარა ანგელოზი ანასტასია ჯოლოხავაა, ნიკოს უნდა მოენათლა, მაგრამ…
ეს ფუნქცია ნიკოს პატარა დაიკომ ითავა და მე დავეხმარე, ასმაგად საპასუხისმგებლოა, ყველაზე საუკეთესო გოგო იქნება პატარა ანასტასია, ნიკოს ლოცვა მას ზეციდან შეეწევა…
დიდი მადლობა ამისათვის მის საოცარ მშობლებს, ნატალი მიქელაძე საოცარი გოგო ხარ,
“რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!”
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩვენი უფლთან შერწყმის დღეს, დღეს განცხადებისას…
ვულოცავ განსაკუთრებით ჩვენი შვილების ნათლიებს, ჩვენს ნათლულებს, ჩემს გამორჩეულ ნათლულებს მე თქვენ გულით დაგატარებთ და ყოველთვის ჩემს ლოცვაში ხართ”, – წერს იზა ომაძე.
ვიდეო: იზა ომაძე – „19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს“
ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე