თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” გაცნობის და პირველი პაემნის ისტორიას იხსენებენ.
„ჩვენ ერთ გადაცემაში ვიყავით, მე მუსიკალური ნაწილი მებარა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენი ახლობლის შვილს ძალიან უყვარდა გია და გადავწყვიტე სტუმრად დამეპატიჟებინა მათთან. გიამ მითხრა კიო და შემხვდა. მანქანიდან რომ გადმოვედი, მკითხა: სად გნახოთ, ქალბატონო თამარ?…როდესაც წამოვედი და სახლში შემოვედი, ვიგრძენი, რომ უცნაური რამ მოხდა. ყველაფერი აქედან დაიწყო”, – საუბრობს თამრიკო ჭოხონელიძე.
გია როინიშვილი იხსენებს, როდის იგრძნო პირველად, რომ უყვარდა და რა ეცვა თამრიკო ჭოხონელიძეს პირველ პაემანზე.
„ზამთარი იყო, თოვლი…თამრიკოს თაგვისფერი პალტო ეცვა, ეკეთა ყვითელი ბაფთა…შიგნით ეცვა შაბიამნისფერი კოფთა და მოკლე კაბა. რაც თამრიკომ გაიხსენა, იმ მომენტს გვერდს ვერ ავუვლი, რადგან სწორედ იქ იყო, პირველი მოწონება, დაფიქრება და მოსინჯვა. მერე ვხვდებოდით ერთმანეთს. ეს ყველაფერი მოდიოდა დინამიკურად. მაშინ, როდესაც მისგან ძალიან დიდი გულწრფელობა დავინახე, რაც იშვიათი იყო, ასევე წესიერება საოცარი, ეს იყო ის მომენტი, როდესაც სიყვარული ვიგრძენი. ამ სიტყვის ახსნა არ მიყვარს. ეს იმდენად შენია, რომ, როდესაც ლაპარაკობ, გგონია, რომ რაღაცას აშავებ”, – იხსენებს გია როინიშვილი.
ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“
რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში