LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონტრაქტი გაფორმებულია, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს რომაული გამომცემლობა გამოსცემს.. ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია“ – გიორგი კეკელიძე

167
Untitled design

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომაული გამომცემლობა წიგნს გამოსცემს.

გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას იწყებს: „მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს, არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა“

ამის შესახებ წიგნის ავტორი, მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია:

„ესეც, ასე – კონტრაქტი გაფორმებულია.

წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად – „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს.

ის, რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია.

საქართველოში გამომცემლობა „არტანუჯი“ დასტამბავს. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა – აკა მორჩილაძე. რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი – ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია.

პროექტის პროდიუსერი – ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა – ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტპარტნიორი Geo Team“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური 5200 დოლარად გაიყიდა – „ნაპოლის“ ფეხბურთელები მიწისძვრით დაზარალებულებთა დასახმარებლად გაერთიანდნენ

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მეათე გოლი გაიტანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g