„ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა.
მისი თქმით, „ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა“.
„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა შემდგომში გაგრძელებულიყო მათი თანამშრომლობა, რომ ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექიმმა.
ამასთან, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.
„საკვებს იღებს, როგორც იღებდა აქამდე. ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ფაქტობრივად არ სრულდება. შესაბამისად, აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კლინიკა „ვივა მედის“ ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის.
ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი