LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია: მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს, ძალიან ლიბერალური და არაფრის მომცემია

167
????????????????????????????????????

„რუსული კანონი ლიბერალურია, არაფრის მომცემი, მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, მე მიმაჩნია დღეს უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოში ეს კანონი“, – ამის შესახებ განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ უცხოეთის აგენტების კანონს განიხილავენ.

„შემოტანილია ორი ვარიანტი კანონის, ერთი არის როგორც ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ძალიან ლიბერალურია, არაფრის მომცემი და ნახევრად კანონი და მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, მე მიმაჩნია დღეს უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოში ეს კანონი.

რაც შეეხება აშშ-ს ასეთი დიდი ქვეყანა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, მთელი სისტემებით, მას აქვს ეს კანონი 1938 წლიდან და ეს კანონი მუშაობს, თავისი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე არის ეს კანონი. ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ, შეიძლება ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონი, თუ სჭირდება, იმისთვის რომ უფრო დამოუკიდებლობის ხარისხი ავამაღლოთ?!

ეს ერთი და მეორე, საუბარია დღეს კონსტიტუციასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, როგორ ფიქრობთ, იქ ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაცია, ეს არის თუ არა ინტეგრაცია, თუ ჩვენ ევროპულ ან ამერიკულ კანონს მივიღებთ, ან მივიღებთ კანონს, რომლის შინაარსი და სულისკვეთება იქნება ევროპული ან ამერიკული“, – თქვა ინჯიამ.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

როგორც შოთა არველაძე აღნიშნავს, არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

 

 

 

magti 5g