LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი.. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან.. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება“- სოფიო ხუნწარია

1021
ფორტუნა - 2023-03-19T195210.190

გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ – ერთი  წამყვანის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, დღეს დათო ტურაშვილი ეთერის მერე კლინიკაში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, დათო ტურაშვილს შეტევა ეთერის დროს დაეწყო.

ტელეწამყვანი სოფიო ხუნწარია წერს, რომ დათო ტურაშვილი ახლა კარგადაა.

„ქართული ოცნება“ თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი, თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია.

ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. #მე17სართული და #ფორმულა არ გაჩერდება როგორც არ უნდა ეცადოთ“. – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. 

დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს  მართლა შეეწიროს.

ამავე თემაზე:

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს

„გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო, ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის“ – რას წერენ დათო ტურაშვილზე

„მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს.. რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული“ – ზვიად კორძაძე 

„რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!… ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება” – რას წერს დათო ტურაშვილის შვილი

„კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია.. არ დაუჯეროთ მას !! არ დატოვოთ სამშობლო !! – დათო ტურაშვილი კახა კალაძეს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g