LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს უნდა გახდეს თქვენი მუდმივი დღის წესრიგი” – როგორია ნანუკა ჟორჟლიანის ყოველდღიური კვების რაციონი

1052
BeFunky-collage (8)

როგორია ნანუკა ჟორჟოლიანის ყოველდღიური, ტრადიციული კვების რაციონი და დღის წესრიგი. ამის შესახებ ჟურნალისტმა ლაივ ჩართვაში ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კვება. ეს უნდა გახდეს თქვენი მუდმივი დღის წესრიგი. ამოღებული მაქვს ყველანაირი შემწვარი, რადგან გლუტენი მაქვს ამოღებული, შესაბამისად არ ვიღებ მაკარონს, ცომს. ამოღებული მაქვს ყველანაირი გაზიანი სასმელი, ერთადერთი, ზერო კოკა-კოლა, იმიტომ რომ მომნელებელია და ენერგიასაც ეს მაძლევს. უშაქრო ყავას ვსვამ, მაგრამ ტკბილს ვჭამ, ნამცხვარს, თუმცა ზომიერად და იშვიათად. ასევე იშვიათად ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს. ვსვამ ცივ წყალს.

ვჭამ უგლუტენო პურს, რომელიც იყიდება აფთიაქებშიც. საუზმეზე მივირთმევ 3 ნაჭერს, ყველსაც ვიღებ. ამის შემდეგ მივირთმევ ხილს რამდენსაც მინდა. შემდეგ თევზს, ქინოას, ბოსტნეულს. ვჭამ გრილზე შემწვარ ხორცს და კარტოფილს. საღამოს სალათას ან თევზეულს. ყოველდღე დავდივარ 5-7 კილომეტრს. ეს არის ჩემი ტრადიციული დღის წესრიგი.

ერთი რამ გაითვალისწინეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, არ იჩქაროთ წონის კლება, ეს არასწორია“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ვიდეო: “მომეხსნა შეშუპება და ზოგადად, ძალიან ეფექტური შედეგი მივიღე” – როგორ დაიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g