ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს, როგორ მიაღწია იმას, რომ ახლა საუკეთესო ფორმაშია:
„საკმაოდ რთული იყო ამ შედეგის მიღწევა. არასწორი გადაწყვეტილებებისა და გამოუცდელობის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს, როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის…
ადამიანებს ერთმანეთში გვეშლება წონის კლება და კარგად ყოფნა. შეიძლება, წონაში დაიკლო, მაგრამ იყო ძალიან ცუდად. მე ამის მაგალითი ვარ. ძალიან ხშირად ჩემი სტრესების მიზეზი ყოფილა შიმშილი, არასწორი კვება, მოუწესრიგებელი ძილი და ასე შემდეგ.
ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავედი, მაგრამ მიზეზი ჩემი მენტალური პრობლემები იყო. ორგანიზმს შიმშილით აღარ ვსტრესავდი – ვჭამდი, როცა მშიოდა, მოვიწესრიგე ძილის რეჟიმი, საოცნებო შედეგამდე მივედი ამ ოპერაციების წყალობით, ეს არის მუცლის აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა. როდესაც ნატანჯი სხეული გაქვს, რომელსაც დროთა განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, ეს საუკეთესო გამოსავალია… მაგრამ მხოლოდ ოპერაციები არაფერს წყვეტს – ჩემში აღმოვაჩინე მზადყოფნა იმისთვის, რომ ოპერაციის შემდეგ დამეწყო ჩემი სხეულის სწორი მოვლა დღის წესრიგის შეცვლით…“