ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამომწერებს მისი ცხოვრების წესზე უყვება.
მისი თქმით, ცხოვრება ყველა მცდელობას დააფასებს, რომ ვიყოთ უკეთესი.
„მრავალწლიანი ჭიდილი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია. ახლა ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ძილი. აღარანაირი ჭიდაობა და ხაზგასმა ამ თემაზე და არასოდეს დანებდეთ, როცა, რაღაც არ მოგწონთ. ცხოვრება დაგიფასებთ ყველა მცდელობას, იყოთ უკეთესი“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ნანუკას ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მისი გამომწერები დაინტერესდნენ, რამდენი დრო დასჭირდა ნანუკას ამ შედეგის მისაღწევად, რაზედაც ნანუკა პასუხობს, რომ 13 წელი.