სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებასა და სამკურნალო პროცედურებზე – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძე „ფორტუნასთან“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მხოლოდ იმ მკურნალობას იღებს, რაც კონკრეტულ მომენტში აუცილებლად სჭირდება.
„მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს ფიზიოთერაპიული მკურნალობაზე, ელექტროსტიმულაციაზე, მასაჟზე და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაციონარში ფაქტობრივად იმყოფება სისტემურ მკურნალობაზე – ანუ იღებს იმ მკურნალობას, რაც აუცილებლად სჭირდება კონკრეტულ მომენტში.
მაგალითად, თუ თავის ტკივილს უჩივის, დალევს ანალგინს, წნევამ თუ მოიმატა, იღებს წნევის დამწევს. იმ სამკურნალო დანიშნულებაზე, რაც ესაჭიროება მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამაზე ეს ადამიანი აცხადებს კატეგორიულ უარს ყოველდღიური შეთავაზებისა და რეკომენდაციის მიუხედავად.
ვერ ჭამს თუ არ ჭამს, იმდენად მოსაბეზრებელი გახდა ყველასთვის ეს თემა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი უკვე ზედმეტია. ის იღებს საკვებს, რომელიც ბევრად უფრო მექანიკურად რთულადაა გადასამუშავებელი, ვიდრე ჩვენ მას ვთავაზობთ. რა საკვებსაც იღებს, არის ძალიან დაბალკალორიული.
ქალბატონი გიულის დღევანდელი განცხადება მე არ მომისმენია, მაგრამ როგორ იტყვის, რომ ის არ ამბობს უარს წამლებზე, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ისტორიაშიც ვაფიქსირებთ, რომ თუ რა შეთავაზებებს ვაკეთებთ და რაზე ვიღებთ უარს.
ეს ყველაფერი დაფიქსირებულია სამედიცინო ბარათში მკურნალი ექიმის მიერ“. – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
„პაციენტი ბევრად მეტს იწონის“ – ზურაბ ჩხაიძე გიული ალასანიას პასუხობს
კობახიძე: სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში – ეს არის კატასტროფა
მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია