LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოშათა ბანაკი თავშესაფრიდან“ – ინტერნეტსივრცეში რიანას და მისის საქმროს ჩაცმულობას განიხილავენ

211
page

რიანას არაერთხელ განუცხადებია, რომ თვეების ბავშვს მარტო, ძიძის გარეშე ზრდის. არტისტი ბევრჯერ გადაუღიათ შვილთან ერთად მარტო. ამჯერად ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. ორსულ მომღერალს ხელში დაძინებული ბავშვი ეჭირა. რამდენიმე საათის შემდეგ კი არტისტს უკვე პარტნიორი, ASAP Rocky ახლდა თან.

ქურქი, ჩუსტები და მიძინებული ბავშვი – ორსული რიანა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ეულად სეირნობს

ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ წყვილის ჩაცმულობას. საქმე ისაა, რომ რიანას მოკლე კაბაზე უზარმაზარი ქურქი ჰქონდა მოცმული. მის „ლუქს“ კეპი ასრულებდა. რაც შეეხება მის პარტნიორს, რეპერს ფოსფორისფერი ჰუდი, პერანგი, ქურთუკი, ჯინსის შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა, წელზე კი შალის პლედი ჰქონდა შემოკრული. უცნაურ ქსოვილში იყო გახვეული წყვილის თვეების ვაჟიც.

„ბოშათა ბანაკი თავშესაფრიდან“, „ხომ მშვიდობა აქვთ?“, „თანამედროვე ჰოლივუდური ოჯახი“, ,„თავშესაფრიდან არიან?“, – წერენ კომენტარებში.

ორსულმა რიანამ 9 თვის ვაჟი „მილანის მოდის კვირეულზე“ წაიყვანა

რიანა კვლავ მოშიშვლებული მუცლით გადაიღეს – წყვილი „ოსკარების“ შემდეგ პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები