LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას საქართველოს ვულოცავ! თუმცა, ვფიქრობ, მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, „რედნეკები“ ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს“ – ზაზა შენგელია

1761
Untitled design

American Idol-ის ტურში, ქართველი მომღერლის ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში აფასებს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ სცენაზე ცეცხლი დაანთო: გაოგნებული ჟიური და დარბაზი, რომელიც ქართველმა მომღერალმა აიყოლია – ნუცას მორიგი გამოსვლა American Idol-ში

ზაზა შენგელია ფიქრობს, რომ ნუცა მომდევნო ტურში უკვე გადასულია და წერს, რომ მისი აზრით, მომღერალმა „მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს“.

„ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა! როგორც მოგეხსნებათ, 24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში, 2 ნაკადად გამოდიოდა (12 მონაწილე 16 აპრილს, 12 მონაწილე 17აპრილს). ნუცა თავის დღეს, ანუ 17 აპრილს, მისი გამოსვლის ვიდეოს ნახვებით ამ წუთისთვის პირველ ადგილზეა (300 000 ნახვა) და უნდა ვივარაუდოთ, რომ, შესაბამისად, ბევრ ხმებსაც დააგროვებს და გადავა მომდევნო ტურში.

წინა დღის კონკურსანტებიდან ყველაზე მეტი ნახვები აქვთ Iam Tongi-ის (1,4 მილიონი ნახვა) და Warren Peay-ის (470 000 ნახვა). ორივენი ბიჭები არიან და აქედან გამომდინარე, მათი ნახვების ასეთი დიდი რაოდენობა ბუნებრივია, რადგანაც ამდაგვარ კონკურსებში ხმის მიმცემები უმეტესად ქალბატონთა აუდიტორია გახლავთ.

ნუცას გამოსვლის შეფასებები არაერთგვაროვანია. რასაც ვაკვირდები ამერიკული აუდიტორიის პროფაილებს, რომლებიც ნუცას გამოსვლაზე კომენტარებს ტოვებენ, უფრო განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით და, შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები აქვთ, ამერიკის დაბალი კლასი და სოფლად მცხოვრები აუდიტორია უფრო კრიტიკულია მის მიმართ, რაც ასევე აბსოლუტურად ახსნადი და გასაგებია…

მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და მისცა ხმა ნუცას და კიდევ მარაგში გვაქვს დაახლოებით 3,5 საათი (საქართველოს დროით 14:00-მდე) ხმის მისაცემად.

ჩემი პროგნოზი: ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ! თუმცა, ვფიქრობ, ნუცამ მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, მით უფრო, რომ „რედნეკები“’ ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს და ესეც ბუნებრივია.

მომდევნო ორი ტური, როგორც ვიცი, ზედიზედ ხვალ და ზეგ, ანუ 19 და 20 აპრილს გაიმართება, რის შემდგომაც კონკურსში მთლიანობაში 12 მონაწილე დარჩება და ყველაზე მეტად სწორედ ამ ტურებში დასჭირდება დახმარება. დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა 

„იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ.. ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია და მაყურებლების მხრიდან მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება“ – ზაზა შენგელია

„ორშაბათს, დღის 5 საათზე ლოს-ანჯელესის დროით, ნიუ-იორკის დროით 8 საათზე და საქართველოს დროით, 18 აპრილს, დილის 4 საათზე, თქვენ უკვე შეძლებთ რომ მხარი დამიჭიროთ“ – ნუცა ბუზალაძის მორიგი მიმართვა

„მაღვიძარებს ვაყენებთ ორშაბათს 8pm-ზე, აბა ჩვენ ვიცით“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან: ნახეთ, როგორ შეძლებთ ნუცასთვის ხმის მიცემას

„თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის, თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ! მართლა თქვენი იმედი მაქვს“ – ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

„რთული გზა გავიარე აქამდე…“ – ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს

ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა

ვიდეო: „მამასთან ერთად არ ვიზრდებოდი და დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს მინახავს…მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა…ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ” – ნუცა ბუზალაძე

„სიურპრიზი! აქ ძალიან ბევრი ნიჭიერია“ – 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვედრილი ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩისთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს

ნინო კანკავა: „ნუცა 4 წლის ასაკში შუაღამისას წამოხტებოდა და სიმღერას იწყებდა… მე მორჩილად ვუსმენდი, რადგან ვიცოდი, რამდენად უნდოდა სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g