ნუცა ბუზალაძე მხარდამჭერებს სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ მიმართავს.
ნუცა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ინფორმაციას უზიარებს.
„ფინალამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო, ხვალ იქნება ტოპ 10-ის გამოვლენა, ზეგ ტოპ 7-ის, ერთ კვირაში ტოპ 5-ის, შემდეგ ტოპ 3-ის და მერე ფინალი. ჩვენ, რა თქმა უნდა გვინდა, რომ ბოლომდე გავიდეთ და გავიმარჯვოთ, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე რატომ ვარ ბედნიერი, აჟიტირებული და სულ გახარებული იცით?
ის ფაქტი, რომ პირველი უცხოელი ადამიანი ვარ, ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი გამარჯვება.
ეს ფაქტი ისე მახარებს და მაბედნიერებს, რომ უფრო დიდი მოტივაციაა ჩემთვის…
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ასეთი ჩართულობისთვის და გულშემატკივრობისთვის, უბრალოდ, ხვალაც დაგვჭირდება ხმების მიცემა და მხარდაჭერა,“- აღნიშნავს ნუცა.
ნუცამ პოსტი გამოაქვეყნა „ფეისბუქ“ გვერდზეც, სადაც მხარდამჭერებს ხმის მიცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მეგობრებო და აი დადგა ეს დღეც, ვერ აღვწერ როგორ ვნერვიულობ! დღეს გვაქვს მხოლოდ 2 საათი ხმის მისაცემად!!! ♥️ლოს-ანჯელესის დროით 5-ზე , ნიუ-იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით 1-ელ მაისს, დილის 4-სთ-ზე იწყება ლაივი! ♥️ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!♥️
? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც შეიცვალა და გახდა 9, ესეიგი ვწერთ 9 ს და ვაგზავნით ნომერზე 21523“ – წერს ნუცა და აქვეყნებს კადრებს, სადაც ის ტყავის შავი კაბასა და ჩექმაში პოზირებს.
„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ გადააშეარეთ“ – ნუცა ბუზალაძე მხარდამჭერებს მიმართავს
„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა…ეს ჩემთვის სასწაული იყო” – ნუცა ბუზალაძე
ვიდეო: ნუცა ბუზალაძის „თაჩდაუნი“ მაიკლ ვილიამსთან – მომღერალი სახალისო ვიდეოს გვიზიარებს