ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ფაქტს უწოდებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ.
პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
„ეჰ რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…
თან რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რაშიც ერთსულოვნები ვიქნებით…
და სადაც აქამდე ითმენდნენ სავიზო რეჟიმს და შემოვლით ფრენებს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ცოტა კიდევ მოეთმინათ და პუტინის რეჟიმის განეიტრალების შემდეგ შედარებით აზრზე მოსულ რუსეთთან დაგველაგებინა სამგზავრო და სავიზო საკითხები…
თორემ ახლა ეს ინდულიგენცია რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეგ ხომ იმათთვისაც გასაგებია ვინც პირველივე რეისს მოასხდება მოსკოვის მიმართულებით. და ეს ყველაფერი საერთაშორისოდ აღიარებული ომის დამნაშავის, აგრესორის, მკვლელის, დიქტატორის და ბავშვების სისხლით დასვრილი პუტინის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი სიყვარულის, პატივისცემის და მამობრივი ზრუნვის გამოხატულება რომ არ არის ესეც ხომ არ იწვევს ვინმეში ეჭვებს?!
ან სულაც ეგრე რომ იყოს ასეთი არსებისგან ნუთუ მისაღებია რაიმე საჩუქარი, მით უფრო ჩვენთვის ქართველებისთვის?! … ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანაში…
ჰოდა ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი.
არათუ სოლიდარობას, ელემენტარულ ჰუმანურობას ვკარგავ დღევანდელი სიახლით აღტაცებული და კონიუქტურული ვალდებულების გამო ამ ამბის გამმართლებელი ჩემი თანამემამულეების მიმართ…
და მაინც რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…
დიდება და გამარჯვება უკრაინას!
მშვიდობა და დეოკუპაცია საქართველოს!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
