თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი და პარტია „დროას“ წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტმა პოლიციელს კვერცხი ისროლა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 4 პირი.
აეროპორტში სამართალდამცველების მობილიზებაა:
„პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის?! გინება არ არის დანაშაული?! თქვენ დანამდვილებით იძახით არაფერი დაუშავებიაო და ეგ არ არის ობიექტურობა“. – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.