LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს ახალი სპორტქარის გამოშვება 10 წლით გადაიდო

58

ცოტა ხნის წინ კომპანია Porsche-მ მიიღო გადაწყვეტილება პირველი საშუალო კლასის ძრავიანი სპორტქარის გამოშვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოდელი გერმანული ავტომწარმოებლის სპორტქარების სერიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს მას უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ.

კომპანია ავტომობილის ოფიციალურ გამოშვებას 2020 წლამდე გეგმავდა. დაახლოებით 2017 წლისთვის უკვე უნდა დასრულებულიყო აღნიშნული სპორტქარი, რომლის პრეზენტაციაც სავარაუდოდ რომელიმე მოტორშოუზე ან ავტოსალონში შედგებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, კომპანიის გადაწყვეტილებით, მისი გამოშვება 2026 წლამდე გადაიდო.

თუ რა სტადიაზე პროექტი ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს, ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ Porsche 961-ის სიმძლავრე, რომელიც 650 ცხენის ძალით განისაზღვრა, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 2.5 წამში განავითარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები