თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანიე უესტი და მისი ახალი ცოლი, 28 წლის ბიანკა ჩენსორი ყველაზე ექსტრავაგანტური ჩაცმულობის მქონე წყვილია. მათი გამოჩენა სულ უფრო და უფრო უცნაური ხდება.
ამჯერად კანიე და ბიანკა The West Hollywood-ის სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. სხვათა შორის, ჰიპ-ჰოპ არტისტი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მის რჩეულზე. ბიანკას თავი თეთრი ნაჭრებით ჰქონდა შეფუთული. ცხადია, მათ გამოჩენას უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„კანიე უესტმა ახალი ცოლი მუმიასავით შეფუთა, „ვითომ კიმ კარდაშიანია“, „რაც ცდილობენ ამით“, „სასაცილოა“, – წერენ კომენტარებში.
კანიე უესტი „ბალერონებსა“ და „სამუხლეებში“ ახალ მეუღლესთან ერთად სეირნობს