ავტოსერვისი, ახალი და მეორადი ნაწილები – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში იყოს. ამ თემებთან დაკავშირებით, „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია Car Point Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ბესიკ მელაძემ და მარკეტინგის მენეჯერმა კობა ჟორჟოლიანმა ისაუბრეს.
ბატონო კობა, თქვენი კომპანია მომხმარებელს რამდენიმე სერვისს ერთ სივრცეში სთავაზობს. მოგვიყევით დეტალურად, რა მიმართულებებით მუშაობს Car Point Georgia? და რამდენი ფილიალი გაქვთ?
კობა ჟორჟოლიანი:
კომპანია Car Point Georgia უკვე 13 წელია, რაც არსებობს. ჩვენს კომპანიას ძირითადი ოფისი თბილისში აქვს, გვაქვს კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად ქუთაისში, თუმცა უახლოეს პერიოდში ფილიალების დამატებას კიდევ ვაპირებთ. ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი იყო მეორადი ნაწილების ბაზარზე დამკვიდრება, ვინაიდან საქართველოში შემოდის 70-75% მეორადი მანქანები, 10 წელზე მეტი ასაკის მანქანები, შესაბამისად, თავიდანვე აქცენტი გაკეთებული იყო მეორადი ნაწილების შემოტანაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგა საჭიროება ახალი ნაწილების შემოტანისაც.
ბატონო ბესიკ, მეორად ნაწილებს, თითქოს ნაკლები სანდოობა აქვს ხოლმე საზოგადოების მხრიდან? რამდენად მოწმდება ხარისხი როგორც ახალი, ისე მეორადი ავტონაწილების, რას ურჩევთ მომხმარებლებს, რაზე უნდა გააკეთონ არჩევანი?
ბესიკ მელაძე:
ჩვენი კომპანიის შედეგების მიხედვით მინდა ვისაუბრო. უკვე წლებია Car Point Georgia თანამშრომლობს ევროპულ კომპანიებთან. შემოგვაქვს მეორადი ავტონაწილები, სათადარიგო ნაწილები. რაც შეეხება ხარისხს, ევროპული კომპანიები ჩვენი არჩევანის მიხედვით, სასურველ ავტომობილს შეიძენენ, ხდება ამ ავტომობილის დემონტაჟი და ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები იქვე გერმანიაში გადაარჩევენ ნაწილებს, რის შემდეგაც უკვე მაღალი ხარისხის პროდუქცია შემოდის ჩვენთან, საქართველოში, რასაც ვთავაზობთ მომხმარებლებს. ამის სრულყოფა ხდება ახალი დეტალებით. ყველა დეტალი ვერ იქნება წარმოდგენილი მეორადში, ეს გათვალისწინებული იყო თავიდანვე, ამიტომ წამყვან ევროპულ ბრენდებთან გვაქვს კონტაქტი, ჩვენი პარტნიორები არიან: „ტრისკანი“, „კავო“, „აიტექსი“, ბევრი ისეთი წამყვანი კომპანია, რომლებიც კონვეირის მიმწოდებლები არიან. აქ არის გარანტირებული პროდუქცია, რომლითაც ვახერხებთ დაკმაყოფილებას იმ მოთხოვნის, რაც ჩვენს მომხმარებლებს გააჩნიათ. მეორადი თუ ახალი – ასე თუ დავსვამთ კითხვას, არის მეორადი დეტალები, რომლებსაც დიდი რესურსი გააჩნია, შეიძლება კიდევ გამოვიყენოთ, ეს არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს. მთავარია, როგორ მიაწვდი, რა ხარისხს მიაწვდი და რა პასუხისმგებლობას აიღებს კომპანია.
ფასის თემასაც შევეხოთ. რამდენად სტაბილურია ავტონაწილების ფასი და რა პროგნოზს გააკეთებთ სამომავლოდ?
ბესიკ მელაძე:
ვფიქრობთ, რომ დღეოსათვის, მისაღებია ავტონაწილების ფასი. თუმცა, დიდი სირთულეებია ამასთან დაკავშირებითაც, იყო პანდემია, ომი, რომელიც პირდაპირ შედეგებზე ახდენს გავლენას. მაქსიმალური მცდელობაა „ქარ ფოინთის“ მხრიდან, რომ შევთავაზოთ ის კომფორტული სერვისი, ფასი, მომსახურება, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია.
ბატონო კობა, თქვენ აწვდით როგორც ავტოსერვისს, ისე ყიდით ავტონაწილებს. უფრო რა კატეგორიის სეგმენტს ფარავთ? ვის აწვდით მომსახურებას?
კობა ჟორჟოლიანი:
შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებთან. საავტომობილო ბრენდები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, შემდეგია – OPEL-ის მარკის 95%-ს უზრუნველვყოფთ ავტონაწილებით, როგორც მეორადი, ისე ახლით. ასევე, ვემსახურებით Volkswagen-s და Chevrolet-ს.
ბატონო ბესიკ, ხელოსნები გყავთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორი გარემო ხვდებათ თქვენთან მოსულ ავტომფლობელებს და მომსახურების ნაწილში, რას აქცევენ ყურადღებას მომხმარებლები?
ბესიკ მელაძე:
ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მიმართულებას, სადაც არის „მასტერის“ პრინციპი. „მასტერი“ – ეს არის მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც ადგენს მიზეზს, ავტომობილის დეფექტს. შემდეგ ზეინკლები აღმოფხვრიან პრობლემას და გაკეთებულ საქმეს იბარებს ისევ „მასტერი“. ეს არის პასუხისმგებლობაც, დაზღვევაც კომპანიის მხრიდან და ასევე, არის გულწრფელი მიდგომა საქმის მიმართ. მე ასე ვფიქრობ და მთელ გუნდს აქვს ასეთი შემართება, რომ გულწრფელად აკეთონ თავიანთი საქმე. ჩვენ ვიღებთ მსურველებს სტაჟირებაზე, ვაძლევთ პრაქტიკულ განათლებას, მომწოდებლების მხრიდან არის თეორიული ჩართვებიც, სადაც ონლაინ გარკვეულ რთულ საკითხებს დეტალებში განიხილავენ. ასეთი ბევრი შესაძლებლობაა დასაქმებული ადამიანებისთვის.
რას ურჩევთ ავტომფლობელებს? რა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ავტომანქანა იყოს გამართული და იყვნენ მშვიდად? და რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე ავტომფლობელები ყველაზე ხშირად?
ბესიკ მელაძე:
მანქანა შეაკეთონ იქ, სადაც აიღებენ პასუხისმგებლობას ანუ მიმართონ პროფესიონალებს. პრობლემები სხვადასხვანაირია. ეს ცოცხალი პროცესია. გააჩნია, რომელ ავტომობილს, რა სუსტი მხარეს აქვს. ეს არ არის დამოკიდებული სეზონზე. ჩვენ ვაწარმოებთ ავტომობილის ისტორიას, შეკეთების მომენტში, რა შეიცვალა, რა დროს. გვაქვს ბროშურა, რომელიც გადაეცემა ავტომფლობელს, ბროშურა ვინკოდით არის შევსებული. ავტომობილის გასხვისების მომენტშიც მფლობელს შეუძლია სრულად იყოს ინფორმირებული და გააგრძელოს თანამშრომლობა „ქარ ფოინთთან“. ყოველთვის უმჯობესია კონკრეტული მონაცემების ცოდნა.
რა სიახლეები და გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ბესიკ მელაძე:
ვგეგმავთ კომპანიის დივერსიფიცირებას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ მონდომებულები ვართ. ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვების თემაზე, რომელიც პანდემიის მერე დავრწმუნდით, რომ აუცილებელია. მიწოდების საკითხზეც ვმუშაობთ და ასევე, ძრავების აღდგენაზე. ძრავის საამქრო ისევ ევროპული სტანდარტებით გვინდა გავაკეთოთ, დანადგარებით, ჩარხვითი პროცესებით, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკოლოგიასთან. დღეს ტექინსპექტირება მიდის ევროპული სტანდარტისკენ. ყოველ წელს ამ სტანდარტთან მიახლოების დონე მცირდება. ჩნდება აუცილებლად გამართული ავტომობილის მოთხოვნა.
კობა ჟორჟოლიანი:
ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით, დავამატებ. ჩვენ ეს შესაძლებლობას გვაძლევს და გვინდა, გავაფართოოთ გაყიდვების ბაზარი. გვინდა, რომ ამიერკავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის, შუა აზიის რესპუბლიკები მოვიცვათ. უკვე ერთი წელია ვამზადებთ ამ პლატფორმას და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ალბათ შემოდგომიდან სრულად დავნერგავთ ამ სიახლეს.