LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წიგნის „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ რუსულად გამოვა, გარეკანზე ეწერება – საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“ – გიორგი კეკელიძე

213
გიორგი კეკელიძე

„წიგნის „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი“, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, და ქართული გამომცემლობა გამოსცემს.

ვიდეო: „ორი ლეგენდა“ – გიორგი კეკელიძის მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაა, ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით ნონა გაფრინდაშვილს უსახსოვრა

„გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება – საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ“. – წერს გიორგი კეკელიძე Facebook-ზე.

„დიდი დეპრესიის შემდეგ, ეს ჩემი პირველი ტექსტია, რომელსაც ხელი მოვკიდე.. დღეს დავასრულებ წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე..“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g