LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი დაბადების დღეა, 47 წლის ვარ.. ალბათ, ყველაფერს მივაღწიე.. ბევრი რამ გავიარე, ჯოჯოხეთიც და არაჯოჯოხეთიც“ – გიორგი ფხაკაძე

2810
Untitled design (2)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც დღეს იუბილარია, საზოგადოებას გულთბილი მილოცვებისთვის მადლობას უხდის.

გიორგი ფხაკაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ საკუთარ დაბადების დღეს კარგი განწყობით, წყნარ და ლამაზ ადგილას ხვდება:

„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენმა ადამიანმა მომილოცეთ. დილიდან გამაღვიძეს. მართლა მიხარია, რომ ბევრ ადამიანს ვახსოვარ, დიდი მადლობა თქვენ, ყურადღებისა და ტკბილი სიტყვებისთვის.

ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები, რა არის ეს ცხოვრება – „იგულავეთ“ რა, დღეს რა იქნება არ იცი, ხვალ ხომ საერთოდ არ იცი, შეირგეთ თითოეული დღე.

„ალბათ კითხვები დაგებადათ – სად არის ფხაკაძე? ძალიან კარგ ამბავს ვაკეთებთ“ – მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს 

დღეს დავბერდი, 47 წლის ვარ, არ მჯერა, მეც მიკვირს, ადრე მეგონა, 47 წლის კაცი „აუ, ეს ვიღაც ბებერი არის“ და 47 წლის რომ გახდები, ძალიან უცნაური შეგრძნებაა.

რაც მინდოდა, ალბათ, ყველაფერს მივაღწიე, პროფესიონალური კუთხით. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ვარ, მაქვს ბევრ დარგში ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩემს ასაკში რამდენჯერმე პენსიაზე წავედი და ისევ სამსახურში დამაბრუნეს, არ მაცლიან..

 

 

 

Posted by Giorgi Pkhakadze on პარასკევი, 16 ივნისი, 2023

 

 

ვცდილობ, რეალისტი ვიყო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია. მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.

მიხარია, რომ ამ ცხოვრებაში გამიმართლა, ბევრი რამ გავიარე, ჯოჯოხეთიც და არაჯოჯოხეთიც“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g