ჯენიფერ ლოპესი თავისი ცხოვრების უმთავრეს მამაკაცს, ბენ აფლეკს გასული წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად. „ბენიფერმა“ ორჯერ იქორწინა, პირველად ფარულად, ლას-ვეგასში, მალევე კი გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი ბენის ვილაში გადაიხადა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი კიდევ ერთხელ აპირებს შეუღლებას. ინსაიდერმა გამოცემას გაუმხილა, რომ მათ იდეალური ურთიერთობა აქვს, ერთმანეთზე გიჟდებიან და ისეთი შეყვარებულები არიან, როგორც არასდროს.
„ისინი კიდევ ერთხელ შეჰფიცებენ სიყვარულს ერთმანეთს, ეს მოხდება ამ ზაფხულში. წყვილი გრანდიოზულ ქორწილს ახლად შეძენილ სახლში გადაიხდის, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, წყვილმა უზარმაზარი სახლი რამდენიმე თვის წინ, 60 მილიონ დოლარად შეიძინა.
ექვს მეტრიანი ფატა და ვარსკვლავთცვენა – ახალი დეტალები „ბენიფერის“ „საოცნებო“ ქორწილიდან