ჯეი ლო, ბენი და ემმა ჰემპტონის გარეუბანში ველოსიპედებზე სეირნობის დროს გადაიღეს. 54 წლის ჯენიფერი უმაკიაჟოდ იყო წარმოდგენილი, მას ნაცრისფერი კომბინეზონი ამშვენებდა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ბენი, რომელსაც უკან ჯეი ლოს ქალიშვილი ეჯდა. 50 წლის აფლეკს, როგორ ყოველთვის სერიოზული და მცირედ უკმაყოფილო სახე ჰქონდა.
„ახლა რაღა გტანჯავს ბენ?“, „ბენ, რა კარგია სეირნობა, მზიანი ამინდია, ოდნავ მაინც გაიღიმე“, „თითქოს გილიოტინაზე მიდიოდეს“, – არ წყდება სახალისო კომენტარები.
„დავიღალეთ ამ კაცის ტანჯვით“ – ოჯახური ცხოვრებით გადაღლილი ბენ აფლეკი ახალი სახლის ზღურბლზე